მიმდინარე წლის 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები გამართვა ქუთაისში იქნება შესაძლებელი.
ამასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის.
კანონპროექტით დგინდება, რომ 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარულის ხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.
საქართველოს კონსტიტუციით კი, პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა, მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის შესაძლებელი.
კანონპროექტის ავტორი საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტია.

















