ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი პარლამენტში სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის მოხსენებას - ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2011 წლის ანგარიშთან დაკავშირებით, მოუთმენლად ელოდება.
ამის შესახებ ელჩმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„სახალხო დამცველის პარლამენტში მოხსენებას მოუთმენლად ველი. ის და მისი თანამშრომლები საქართველოში ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში მნიშვნელოვანი ქომაგები არიან“ - აღნიშნა ბასმა.
გიორგი ტუღუშმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2011 წლის 650 გვერდიანი ანგარიშის ძირითადი ნაწილი მედიას გუშინ გააცნო. ანგარიში განსახილველად პარლამენტში უკვე შევიდა.

















