ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი ხვალ დეპუტატების წინაშე წარსდგება.
მინისტრი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომას დაესწრება.
სუბელიანმა დეპუტატებს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად 2011 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
კომისიის სხდომა ხვალ 15:00 საათზე დაიწყება.

















