საქართველოში ევროკავშირის დახმარებით მიწის ელექტრონული შესწავლა მოხდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ
დღეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ევროკავშირთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და შეთანხმების შემთხვევაში, მიწების ელექტრონული შესწავლა დაიწყება.
გოროზიას განმარტებით, აღნიშნული პროცედურებით დადგინდება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე რისი მოყვანაა შესაძლებელი და როდის.
მინისტრის განცხადებით, მიწების ელექტრონული შესწავლის შემდეგ, გლეხებს სამი დღით ადრე მიუვათ შეტყობინება კონკრეტული ინფორმაციით. საინფორმაციო ბაზა კი, მსოფლიო ჰიდრომეტცენტრთან იქნება მიერთებული.

















