მსოფლიომ საქართველო შესაძლოა, თაფლის სამშობლოდ აღიაროს. ამის შესახებ განცხადება ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძემ დღეს სოფლის მეურნეობის
მინისტრთან ზაზა გოროზისთან შეხვედრაზე გააკეთა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გერმანელმა მეცნიერებმა კერამიკული ჭურჭლით თაფლი აღმოაჩინეს.
თორთლაძის განცხადებით, თაფლის სიძველე, სავარაუდოდ, 3 700 წლით განისაზღვრება, რაც აქამდე მსოფლიოში აღმოჩენილ თაფლზე გაცილებით ძველია.
თორთლაძე ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

















