ვანის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან ხურციძის უმრავლესობიდან გარიცხვის თაობაზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ, უმრავლესობის სხდომაზე მიიღებს, - ამის შესახებ "ნიუსპრესს" უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე უმრავლესობაში შიდა კონსულტაციები დასრულდა და ბეჟან ხურციძის გარიცხვაზე გადაწყვეტილება მიღებულია. კუბლაშვილის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბეჟან ხურციძეს კომუნიკაცია არ ჰქონია და საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო აქტივობებში ჩართული არ იყო.
უმრავლესობას მიჩნია, რომ ხურციძის ადგილი უმრავლესობაში არ არის და ის უმრავლესობის გარეთ საკუთარ გადაწყვეტილებებში უფრო თავისუფალი იქნება.
თავად ბეჟან ხურციძემ უმრავლესობიდან მისი გარიცხვის შესახებ გუშინ ჟურნალისტებისგან შეიტყო. ბეჟან ხურციძე ოთხი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

















