"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი გერმანიის "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ლიბერალური პარტიის" კონგრესზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართება,
სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრებს.
აღნიშნულის თაობაზე დღეს "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომელიც ასევე მიიღებს მონაწილეობას კონგრესში.
ხიდაშელის ინფორმაციით, "რესპუბლიკური პარტია" დიდი ხანია აღნიშნული კონგრესის წევრია.
კონგრესს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტიების 600-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის წევრობაზე განაცხადი პარტია "თავისუფალ დემოკრატებსაც" შეაქვს.

















