სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო შეხვედრაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული კვლევის შედეგები განიხილეს.
როგორც "ნიუსპრესს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის შემთხვევები არ ფიქსირდება.
ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკა პოსტ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია.
შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ევროპის ქვეყნებიდან მიწვეული ექსპერტები ესწრებიან.

















