ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ესენია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებები.
"რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ამ რაუნდში გარღვევების მხრივ არ გვაქვს, თუმცა, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ პროგრესის მიღწევას"-განაცხადა ეკა ტყეშელაშვილმა.
დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-19 რაუნდი დაიწყო. მოლაპარაკებები საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხებს ეძღვნება. საქართველო რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებას მოითხოვს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმის შემუშავების საკითხს დასვამს.
ამასთან, ქართული მხარე კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო პოლიციური ძალების განლაგების აუცილებლობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს. განიხილება ფსოუს, როკისა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების მონიტორინგის საკითხი.

















