"ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის პროცესში აქტიურად არიან ჩართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ეს განცხადება კოალიცია ქართული ოცნების" წევრმა ელისო ჩაფიძემ დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
"თუ ივანიშვილს მოქალაქეობას არ აღუდგენენ "ქართული ოცნება" ამისთვისაც მზად არის და გაწერილი აქვს ზუსტი სამოქმედო გეგმა"-აღნიშნა ჩაფიძემ და გეგმის დეტალების გახმაურებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის ბოლო ვადა ხელისუფლებას 5 აპრილს ეწურება.

















