საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით, სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს, თუმცა,
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე არ მივიდა.
"ნიუსპრესთან" საუბარში აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ამ ადამიანს ექსკლუზიურ ჭეშმარიტებაზე აქვს განცდა, მაგრამ საზოგადოება მას ძალიან კარგად აფასებს.
"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან არმისვლით ძალიან კარგად გამოჩნდა რა დამოკიდებულება გააჩნია ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან მიმართებაში" – განაცხადა მინაშვილმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გუიდო ვესტერველე თბილისში 15 მარტს იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილი, გუიდო ვესტერველეს თბილისში ვიზიტის დროს, მინისტრის მიერ ოპოზიციის შეხვედრაზე მისი მიწვევით შეურაცხყოფილი დარჩა. ამის შესახებ ივანიშვილმა გერმანულ გამოცემა "შპიგელ ონლაინთან" ინტერვიუში განაცხადა. "მან მიმიწვია შეხვედრაზე, სადაც იმ ფსევდო-ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებოდა, რომლებიც სააკაშვილს ჰყავს ჯიბეში. შესაძლოა, ის სწორად არ იყო ინფორმირებული" – აღნიშნა ივანიშვილმა.

















