პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უგანდაში, ქალაქ კამპალაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
საქართველოს დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის 126-ე ასამბლეასთან დაკავშირებულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 31 მარტიდან 5 აპრილამდე გაიმართება.
ქართულ დელეგაციაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე და უმრავლესობის წევრი დავით ბეჟუაშვილი შედიან.

















