ბრიუსელში ნატო-საქართველოს ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერფაქსი"" ავრცელებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ნატოს ჩიკაგოს სამიტს, რომელიც, გორდაძის შეფასებით, ალიანსის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გაიმართა ასევე დახურული შეხვედრები, სადაც ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შედეგები განიხილეს.
ნატო-საქართველოს კომისიის ყოველწლიურ სხდომას კომისიის წევრები და საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ.

















