სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ხვალ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 2011 წლის ანგარიშს შეიტანს.
გიორგი ტუღუშის 600 გვერდიანი დასკვნა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს.
ანგარიშში განსაკუთრებით დიდი ადგილი პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის საკითხებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ პირთა უფლებებს და ბავშვებისა და ქალების მდგომარეობას უკავია.
ანგარიშში ასევე საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა მდგომარეობაზე.
ომბუდსმენის ანგარიშს თავდაპირველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს, შემდეგ კი, მასზე პლენარულ სხდომაზე გაიმართება მსჯელობა.
ანგარიშის განხილვების ზუსტ თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს.

















