ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) კვლევაში ცალკეული პერსონების ნდობის ხარისხი არ გაუზომავს. ამის შესახებ NDI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, NDI ერთ-ერთ სააგენტოზე, 17:34 საათზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას - ცალკეული პიროვნებების ნდობის რეიტინგის შესახებ ეხმაურება.
"სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები არ ასახავს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს და არ შეესაბამება რეალობას" - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის ნდობის რეიტინგებში პატრიარქის შემდეგ, რიგით მეორე ადგილზე შს მინისტრი ვანო მერაბიშვილია, შემდეგ მოდიან თბილისის მერი გიგი უგულავა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)
კვლევა - "საზოგადოების განწყობა საქართველოში" 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩაატარა. სულ 3 161 რესპონდენტი გამოიკითხა.

















