პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად, საჯარო რეესტრმა უნდა განახორციელოს.
ამ წინადადებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გამოვიდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია პარტიების რეგისტრაციის წესის დაზუსტება, კერძოდ, პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად საჯარო რეესტრმა განახორციელოს.
ამასთან, კომიტეტის წევრთა აზრით, ეს ცვლილებები ძალაში უნდა შევიდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან და არ უნდა ითვალისწინებდეს უკვე რეგისტრირებული პარტიების ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობას.
კანონპროექტზე პარლამენტი 30 მარტს იმსჯელებს.

















