საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ინსტიტუციათაშორის საკითხებზე მაჩეი პოპოვსკის შეხვდა.
პოპოვსკის ვიზიტი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ იყო ორგანიზებული.
შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი განხილეს, მათ შორის EUMM-ის საქმიანობა, ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორებიცაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასევე თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული საკითხები.

















