პარლამენტმა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცა.
2005-2006 წლებში, პოლოლიკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, 2009-2010 წლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო, ხოლო 2010 –2011 წლებში - "საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს" გენერალური დირექტორი.
პოლოლიკაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

















