პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა" დედაქალაქის მერიას სარეკრეაციო ზონების უკანონო განადგურების დაუყონებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს.
პარტიის საერთშორისო მდივნის თეიმურაზ მურვანიძის განცხადებით, სარეკრეაციო ზონებში მშენებლობები ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა. მისი თქმით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები ბაღებსა და პარკებში მშენებლობის ნებართვას "დაუფიქრებლად გასცემენ".
მურვანიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქალაქის სარეკრეაციო ზონების განადგურებას მიზანმიმართულად ცდილობს.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ქმედებით საერთაშორისო სტანდარტები, ქართული კანონმდებლობა და მოქალაქეთა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ირღვევა.
"ქალაქის მერიას მოვუწოდებთ შეცვალოს ბუნებრივი რესურსების მიმართ დამოკიდებულება და უგუნური პოლიტიკა შეწყვიტოს" - განაცხადა მურვანიძემ.

















