ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის ხიფათის შემცველია.
ეს განცხადება ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, ცივი იარაღის შეძენა 21 წლამდე ასაკის პირებისთვის აკრძალულია, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა კი - 18 წლის პირებს შეუძლიათ.
აღნიშნული ნორმები თორთლაძეს კანონის ხარვეზად მიაჩნია და ხელისუფლებას მის გასწორებას თხოვს.

















