ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ საპარლამენტო არჩევნები ქართული მხარისთვის მიუღებელია.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს არც საქართველო და არც საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
"არ ვცნობთ იმ არჩევნებს, რომელიც ოკუპაციის, ეთნიკური წმენდის პირობებში და საქართველოს კონსტიტუციური სივრცის მიღმა ჩატარდა"- აღნიშნა მან.
ე.წ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს ჩატარდა.

















