რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, 2012 წელს მთელი საქართველო ერთ დიდ სამშენებლო მოედნად იქცევა.
ეს განცხადება მან დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობა დახურულ სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს ხვდება.
შეხვედრის დაწყების წინ, ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი სამშენებლო პროექტი ხორციელდება.
რაც შეეხება კობა სუბელიანს, მინისტრი აცხადებს, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროდან სხვადასხვა რეგიონებში გაუქმებული საავამყოფოების შენობები გადაეცა, რომლებიც საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება. მისივე თქმით, ამ შენობებს, ამავე რეგიონებში მცხოვრებ უსახლკარო დევნილებს გაუნაწილებენ.

















