ახალგორიდან გამოსასვლელი გზა გახსნილია
15:24 11.02.2012
რუსი სამხედროების მიერ გადაკეტილი ახალგორის რაიონიდან გამოსასვლელი გზა გახსნილია და მოსახლეობა უკვე შეუფერხებლად გადაადგილდება,
- ამის შესახებ ,,ნიუსპრესს"" ადგილობრივმა მოსახლეობამ განუცხადა.
რუსმა სამხედროებმა ახალგორის რაიონიდან გამოსასვლელი გზა 9 თებერვალს გადაკეტეს, რაც დე-ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატ ალა ჯიოევას მიერ გამოცხადებულ ინაუგურაციას უკავშირდებოდა.
ინაუგურაცია 10 თებერვალს იყო დანიშნული, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო სამართალდამცველებმა ჯიოევას შტაბი შტურმით აიღეს. ამის შემდეგ ალა ჯიოევა ინსულტის დიაგნოზთ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ამ დრომდე მკურნალობს.