„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ენდობა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კობა დავითაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, NDI-ის მიერ ადრე ჩატარებული კვლევების შედეგად, მის პარტიას 7%-ზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდა, თუმცა, არჩევნებში 7% დააგროვა.
„ზედა ზღვარი ცდომილებისა არის 3% და როცა ასეთი ცდომილებაა, ამ შემთხვევაში, კლევის ნდობა არ შეიძლება“ - აღნიშნა დავითაშვილმა.
NDI-ის კვლევები პოლიტიკური პარტიებისთვის გუშინ გახდა ცნობილი, კვლევის მიხედვით შედგენილ რეიტინგში „ნაციონალური მოძრაობას“ 47% აქვს, „ქართული ოცნებას“ - 10%-ზე მეტი, „ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას“ –3%.
NDI–მ კვლევა, 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 3 161 რესპონდენტი გამოკითხა.

















