პარლამენტის წევრის, „ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თუ ხელისუფლება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას არ აღუდგენს, მოახლოებულ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ ექნება.
ეს განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
ბაღათურიას ინფორმაციით, ამ საკითხზე უმრავლესობაში ინტენსიური მსჯელობა მიდის.
„ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა კანონიერი გადაწყვეტილება იქნება. მიიღეთ გადაწყვეტილება, ეს არ იქნება არც თქვენი მარცხი და არც ჩვენი გამარჯვება” - განაცხადა ბაღათურიამ.
ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალქეობის აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ვადა 5 აპრილს იწურება.

















