უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში სტივენ ნეში დღეს ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ბაქრაძის განცხადებით, სტივენ ნეში ერთ-ერთ გამორჩეული დიპლომატი იყო. მისი საქმიანობა საქართველოს მხარდაჭერისა და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული.
სპიკერის ინფორმაციით, ნეშმა საქართველოში ელჩობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2004 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული საზოგადოება დააარსა, რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაღრმავების საქმეში დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სტივენ ნეშის განცხადებით, მისთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა იმ ქალაქში ყოფნა, სადაც 90-იან წლებში სამი წელი ვცხოვრობდა.
„მივიღო ღირსების ორდენი - დიდი პატივია, მაგრამ ჩემ თავს კითხვას ვუსვამ – რით დავიმსახურე ეს ჯილდო?! – აქ გადამწყვეტი როლი 2004 წელს ქართულ-ბრიტანული საზოგადოების დაფუძნებამ შეასრულა, რომელსაც 2010 წლამდე ვხელმძღვანელობდი” - განაცხადა სტივენ ნეშმა.

















