"ლეიბორისტებმა" და "უმუშევართა კავშირმა" მემორანდუმი გააფორმეს
15:10 11.02.2012
უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად "ლეიბორისტული პარტია" და "უმუშევართა კავშირი" ერთობლივად იმუშავებენ.
ამ მიზნით, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დღეს, "უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თავმჯდომარე თამარ იოვაშვილ-სადღობელაშვილმა და "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. უკვე შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფიც.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა "ნიუსპრესს" განუმარტა, "ლეიბორისტები" დასაქმების პრობლემის მოგვარების შესახებ "უმუშევართა კავშირის" ინიციატივას მხარს უჭერენ, რადგან მისი თქმით, უმუშევრობა დღეს საქართველოს უმთავრესი პრობლემაა.
"უმუშევართა კავშირი" უახლოეს ხანში მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას "დემოკრატიულ მოძრაობასთან" და სხვა პარტიებთან გეგმავს.