საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ–ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ხელისუფლების რეიტინგის ზრდა ნაწილობრივ “ქრისტიან-დემოკრატების” ხარჯზე მოხდა.
“ეს ზრდა ნაწილობრივ ჩვენს ხარჯზეა, კერძოდ, ჩვენი რეიტინგის კლების ხარჯზე. ივანიშვილის გუნდის შეცდომებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ მათი რეიტინგი სამჯერ დაეცა“- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე აზრით,ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების ნაწილი მოკლა, რადგან რეიტინგი ყველას გაუნულა.
„ჩვენ, ივანიშვილის რეიტინგის კლების შემდეგ არაფერი მოგვმატებია, ჩვენგან ივანიშვილთან არავინ წასულა” - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
იგი იმედოვნებს, რომ “ქრისტიან-დემოკრატები” ელექტორატს აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს დაიბრუნებენ.
NDI-ის კვლევების მიხედვით შედგენილ რეიტინგში „ნაციონალური მოძრაობას“ 47% აქვს, „ქართული ოცნებას“ - 10%-ზე მეტი, „ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას“ –3%.

















