ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე დღეს თბილისში გაფორმების ახალ ეკონომიკურ ზონას (გეზ) გახსნიან.
როგორც „ნიუსპრესს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ახალ ეკონომიკურ ზონაში საჰაერო ტვირთები გაფორმდება. იგი ძველი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
გაფორმების ეკონომიკური ზონა თბილისში, ბათუმსა და ფოთში უკვე ფუნქციონირებს. გეზ-ში შესაძლებელია იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის, დროებითი შემოტანის, საქონლის გადამუშავების და სხვა მომსახურების გაფორმება. ასევე, სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტვირთებზე დეკლარაციის შევსება და მათი გაფორმება.

















