საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი ბრაზილიელი სენატორი კრისტოვამ ბუარკე მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოში ვიზიტისას ბრაზილიელმა სენატორმა შეხვედრები გამართა პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრში.
სტუმარმა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები და მუზეუმები დაათვალიერა.

















