ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI კოალიცია "ქართულ ოცნებას" პარტიული რეიტინგების შესახებ ჩატარებულ კვლევის შედეგებს აცნობს. ამის შესახებ "ნიუსპრესს"
"ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების კვლევის შედეგების პრეზენტაცია NDI-ის ოფისში "ქათული ოცნებისთვის" 19:00 საათზე დაიგეგმა.
NDI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს პარტიებთან შეხვედრამდე არ ასაჯაროებს. რაც შეეხება კვლევის სხვა შედეგებს ის საზოგადოებისთვის ცნობილი 21 მარტს გახდა.
NDI-მ კვლევის პრეზენტაცია სახელწოდებით "საზოგადოების განწყობა საქართველოში", სასტუმრო "რედისონში" გამართა, რომელიც 22 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3 161 მოქალაქე გამოიკითხა.

















