საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამხრეთ კორეაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, "მწვანეთა პარტია" ხვალ პრესკონფერენციას
გამართავს.
"გამოქვეყნდება მასალები თუ რა "პროგრესს" მიაღწია საქართველომ ბირთვული უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით "ახალი" "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონის მიღების შემდეგ"- აცხადებენ პარტიაში.
პრესკონფერენციას პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტი სამიტში მონაწილეობის მისაღებად სეულში უკვე იმყოფება. იგი სიტყვით გამოსვლისას ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრებს.

















