"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანს ეწვია და მოსახლეობას შეხვდა.
გამყრელიძემ მოსახლეობას სოფლის განვითარებისა და გაძლიერებისთვის "ახალი მემარჯვენეების" ხედვა გააცნო.
სოფლის მაცხოვრებელთა განცხადებით, პრობლემებია ინფრასტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით – არ არის შიდა გზები, განათება, სერიოზული პრობლემაა სოფელში სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების მხრივაც, არ არის საავადმყოფო და მოსახლეობა მოკლებულია ჯანდაცვის შესაძლებლობას.
"სოფელი მუხრანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. აქ, გამართული წყალმომარაგების სისტემა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში იყო. დღეს კი 21-ე საუკუნეში ეს სოფელი წყლის გარეშეა დარჩენილი" – აღნიშნა ხაზგასმით გამყრელიძემ.

















