საქართველოს პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამხრეთ კორეის
დედაქალაქ სეულში ოფიციალურ სადილზე შეხვდნენ.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში სეულში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ფინეთისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტებსაც ესაუბრა.
პრეზიდენტი სამიტზე ხვალ სიტყვით გამოვა და საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრებს.
სამიტზე ბირთვული იარაღის ტერორისტული ჯგუფებისგან დაცვის მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მონაწილეები ასევე სხვადასხვა თემებზე იმსჯელებენ - თანამშრომლობა ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ბირთვული იარაღის დაცვა და ბირთვული მასალებით უკანონოდ ვაჭრობის აღკვეთა.

















