აფხაზეთის ტერიტორიაზე სეპარატისტები ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალს შლიან. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის
ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.
"საფრთხე, რომელიც ანქვაბის განცხადებიდან მომდინარეობს იმაში მდგომარეობს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალი წაიშალოს" – განაცხადა გაბაშვილმა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების შეფასებისას.
ალექსანდრე ანქვაბი ქართული კულტურული ძეგლების ბედიის, მოქვისა და სხვა ტაძრებისთვის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

















