ფრაქციის გადასარჩენად გია თორთლაძე ქრისტიან-დემოკრატებთან აწარმოებს მოლაპარაკებას
11:23 11.02.2012
ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გია თორთლაძე მოლაპარაკებას, "ქრისტიან-დემოკრატებთან" აწარმოებს, რათა ფრაქცია დაშლას გადაურჩეს.
გუშინ ფრაქცია "ძლერი საქართველოდან" ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი რომან მარსაგიშვილი წავიდა, რის შემდეგაც იქ 5 წევრი დარჩა. რეგლამენტის თანახმად კი, თუ ფრაქციაში 6 წევრი არ არის, ის დაშლილად ითვლება.
გია თორთლაძემ ქრისტიან დემოკრატებთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო. არსებული ინფორმაციით ქრისტიან-დემოკრატებიდან ფრაქცია "ძლერ საქართველოში" შესაძლოა თამაზ კვაჭანტირაძე ან რატი მაისურაძე გადავიდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ქრისტიან-დენოკრატებში" ამჟამად შვიდი წევრია.