პარტია "თავისუფალი საქართველო" საინგილოში მცხოვრები ქართველებისთვის სასაზღვრო ხიდზე შეუზღუდავ გადაადგილებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარესთან
მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვს.
"თავისუფალი საქართველოს" დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარის თამილა გურაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის სასაზღვრო ხიდი დაკეტილია და საინგილოელ ქართველებს ქართველ ნათესავებთან კონტაქტის საშუალება არ აქვთ.
"საინგილოს ქართველებს მძიმე პირობებში უწევთ საკუთარი წარმომავლობის შენარჩუნება, აზერბაიჯანის კანონი საზღვარზე ქართული ლიტერატურის გადატანას კრძალავს"- აღნიშნავს გურაშვილი.
მისი თქმით, აზერბაიჯანში ჩასულ საქართველოს მთავრობას საკუთარი ხალხი არც კი გახსენებია.
დიასპორიის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია, დეპუტატები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები, კახის რაიონში 23 მარტს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. სტუმრებმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დღესასწაული "ნოვრუზ ბაირამი" მიულოცეს.

















