იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხზე სამუშაო ჯგუფები ოფიციალურად ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, ამ თემაზე უწყებათაშორისი საქმიანობა ჩარჩო-სქემის შემუშავების მიზნით გრძელდება.
მასთან კალანდაძემ აღნიშნა, რომ ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც განიხილა.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას 25 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს.

















