საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ის, რომ პრეზიდენტის ადგილზე იყოს, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას არ აღუდგენდა.
"ივანიშვილმა საკუთარი სურვილით ორჯერ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ერთხელ რუსეთის, ხოლო მეორედ - საფრანგეთის მოქალაქე გახდა. ამით ძალიან კარგად გამოიკვეთა მისი არჩევანი" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მინაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ხელისუფლებას ვადა 5 აპრილამდე აქვს.
"ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ივანიშვილს მოქალაქეობას აღუდგენს.

















