საქართველო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებს არავითარი მნიშვნელობას არ ანიჭებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ჩვენ არ ვანიჭებთ არანაირ მნიშვნელობას ამ არჩევნებს, მეტიც, ნეგატიურად ვაფასებთ მას, ამ ტიპის გამოვლინებები ფარსია" - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არც ერთ არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, სანამ მასში ამ ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა არ მიიღებს მონაწილეობას.
კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი ტიპის ღონისძიება მიმართულია იმისკენს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასობით ათასი მოქალაქის ეთნიკური წმენდის დაკანონდება მოხდეს და ძალადობრივი ქმედებების საფუძველზე დემოგრაფიული სურათი შეიცვალოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ოფიციალურ პოზიციას საერთაშორისო თანამეგობრობაც იზიარებს.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა.

















