ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი
დავით სანაკოევი იბრძოლებენ.
"უგა.რუს" ინფორმაციით, თიბილოვმა გუშინ გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 41.94 პროცენტი მიიღო, ხოლო სანაკოევმა 25,36%.
მეორე ტური უახლოესი 15 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
განმეორებითი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში გუშინ გაიმართა. მასში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა.

















