ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკური პარტიების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ რეიტინგებს პოლიტიკურ სუბიექტებს
დღეიდან გააცნობს. ამის შესახებ NDI-ში განაცხადეს.
NDI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს პარტიებთან შეხვედრამდე არ ასაჯაროებს. რაც შეეხება კვლევის სხვა შედეგებს ის საზოგადოებისთვის ცნობილი 21 მარტს გახდა.
NDI-მ კვლევის პრეზენტაცია სახელწოდებით "საზოგადოების განწყობა საქართველოში", სასტუმრო "რედისონში" გამართა, რომელიც 22 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3 161 მოქალაქე გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კველვითი რესურსების ცენტრი ატარებს.

















