სამხრეთ ოსეთში ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქალაქეთა აქტივობამ 50%-ს გადააჭარბა.
"ეს საშუალებას იძლევა ითქვას, რომ არჩევნები შემდგა" - აცხადებენ ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დღეს 08:00 საათზე დაიწყო. სულ 84 საარჩევნო უბანია გახსნილი და 34 360 მოქალაქეა რეგისტრირებული. არჩევნებში გამარჯვებისთვის ოთხი კანდიდატი ბრძვის.
წინასწარი მონაცემები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, დღეს საღამოს გამოქვეყნდება.

















