სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხივე კანდიდატმა ამ დროისთვის ხმა უკვე მისცა.
ამასთან, ოთხივე მათგანმა გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.
პრეზიდენტობის უფლებათა დამცველი კანდიდატის დავით სანაკოევის განცხადებით მან ხმა "სამხრეთ ოსეთის მომავალს მისცა".
"ამასთან, მომავალში რუსეთთან კავშირის გამტკიცებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მხარს ვუჭერ" - აღნიშნა მან.
რუსეთში სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა, კანდიდატმა დიმიტრი მედოევმა ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ცნობის შემდეგ "ოსი ხალხი ძველებურად ერთიანი გახდა". ამის გამო ის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეცდება.
უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, კანდიდატმა ლეონიდ თიბილოვიმა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
"კომუნისტური პარტიის" კანდიდატის სტანისლავ კოჩიევის თქმით კი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთთან ინტეგრაციის განმტკიცებაზე იზრუნებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დღეს 08:00 საათზე დაიწყო. ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომიისიის არჩევნებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 11%-მა ხმა უკვე მისცა.

















