აფხაზეთში ე.წ. განმეორებით საპარლამენტო არჩევნებისას 20 საარჩევნო ოლქში 20 დეპუტატი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "აპსნი პრესი" ავრცელებს.
სამი მათგანი ოპოზიციურ პარტიის "აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმიდან" იყო წარდგენილი, 2 – პარტია "ერთიანი აფხაზეთიდან", ხოლო 15 საინიციატივო ჯგუფებისგან.
ე.წ. განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეების აქტივობამ პირველი ტურის აქტივობას 2%-ით გადააჭარბა. მასში მონაწილეობა მოსახლეობის 46,21%-მა მიიღო.
ე.წ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური აფხაზეთში 10 მარტს გაიმართა, სადაც 35 ოლქიდან გამარჯვებულები მხოლოდ 13-ში გამოვლინდნენ.

















