ცხინვალმა დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დანარჩენ საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა.
ინფორმაციას ამის შესახებ "კავკაზსკი უზელი" ავცელებს.
დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აუცილებელი ღონისძიებების ფარგლებში "საზღვრის გამტარ" პუნქტებზე მოქალაქეების გატარება გუშინ საღამოს შეწყდა.
ამ ნაბიჯს ცხინვალი "საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებით" ხსნის.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართება.

















