logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
"თავისუფალი დემოკრატები" უშიშროების საბჭოს განცხადებას ეხმაურებიან
"თავისუფალი დემოკრატები" უშიშროების საბჭოს განცხადებას ეხმაურებიან
18:31 24.03.2012
"თავისუფალი დემოკრატები" ირაკლი ალასანიას მიმართვაზე უშიშროების საბჭოს განცხადებას ეხმაურებიან.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გასული წლების გამოცდილებამ, კერძოდ, მოსახლეობის დარბევისა და დაშინებისთვის არაფორმალური ე.წ. ზონდერ ჯგუფების გამოყენებამ ხელისუფლების რეალური სახე წარმოაჩინა.

"არაერთი კადრი გავრცელდა იმისა, თუ როგორ უსწორდებიან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული შეიარაღებული პირები ოპოზიციურად განწყობილ ჩვენს თანამოქალაქეებს. მსგავსი ტიპის შეიარაღებული დაჯგუფებების აქტიურობა ფიქსირდებოდა მას შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე" - აღნიშნულია განცხადებაში.

"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების ინფორმაციით,
ირაკლი ალასანიამ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონიდან მიწოდებული შეტყობინებების საფუძველზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეაგირებისთვის ზუგდიდში არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების ფორმირებების შესახებ ინფორმაცია გადასცა.

ინფორმაციაში დასახელებული იყო ასეთი დაჯგუფებების დისლოკაციის ადგილი და მათი წევრების ჩამონათვალი.

"ჩვენი მხარდაჭერა პატიოსანი და პატრიოტი სამხედროების და პოლიციელების მიმართ ურყევია და გიგა ბოკერიას მცდელობა, დააპირისპიროს ისინი საზოგადოებასთან, განწირულია წარუმატებლობისთვის" - აღნიშნულია განცხადებაში.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა რამდენიმე დღის წინ ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტაცია მიაწოდა, რომელიც ალასანიას აზრით ადასტურებს, რომ დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებები იქმნება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა ირაკლი ალასანიას მიმართვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები. აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან სირიის ქალაქ ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში"- ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა