ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დღეს სამტრედიაში ბიზნესმენებს შეხვდა და მათ მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაზე ესაუბრა.
მინისტრმა ბიზნესმენებთან საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე და 2012 წლის ბიუჯეტის ფარგლებში იმერეთში დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. შეხვედრის დროს ფინანსთა მინისტრმა დღგ-ს გაუქმებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეეხება.

















