პარტიული სტრუქტურების საარჩევნო რეჟიმში გადაყვანის მიზნით ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ დღეს ზუგდიდში შეხვედრა გამართა.
"ნიუსპრესთან" საუბარში ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ ედპ-ში ახალგაზრდების გაწევრიანება აქტიურად ხდება და მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება.
"ედპ-მ საზოგადოებას შესთავაზა პოლიტიკური შეხედულებები, ე.წ. ცენტრისტული, ზომიერი პოლიტიკური იდეოლოგია, რომელსაც პირობითად მესამე გზა უწოდა. ამ ეტაპზე მოსახლეობასთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს" - განაცხადა ქარდავამ.
პარტიული "კარდაკარის კამპანიის"ფარგლებში ედპ-მ დღეს მე-11 შეხვედრა გამართა. შემდეგ შეხვედრებს ედპ-ს ლიდერები შიდა ქართლსა და კახეთში გამართავენ.

















