"ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის ლევან კალანდაძის განცხადებით, "ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს მქონე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო გურიის რეგიონში არსებული მძიმე საგადასახადო წნეხის გამო ვერ მოხვდა.
როგორც კალანდაძემ ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, გურიის მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა მცირე მეწარმეებისთვის შექმნილი მძიმე საგადასახადო პირობებია, რაც მათ დაჯამიმებასა და დანაშაულში "გამოჭერით" გამოიხატება.
"ამ მიზნით, ხშირად იყენებენ ე.წ. კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტს, რომელიც არც თუ იშვიათად საკუთარი უფლებამოსილების გადამეტების ხარჯზე, დაშინებისა და მუქარის გზით მეწარმეების საგადასახადო დევნას ახორციელებს" - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი უადგილოა, რადგან გურიის რეგიონში მცირე მეწარმეების დატერორება გრძელდება.
"გურიის რეგიონში არსებული მძიმე საგადასახადო წნეხი, ხელისუფლების მიერ შეზღუდული ბიზნეს გარემო და შევიწროებული მცირე მეწარმეები, სწორედაც რომ არის პასუხი იმაზე, რატომ ვერ მოხვდა საქართველო "ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყნების ჩამონათვალში" - აღნიშნა კალანდაძემ.

















